ქუთაისში კოვიდინფიცირებულები მკურნალობის კურსს სახლში გაივლიან

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისში არსებული პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ხელმძღვანელებთან, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების კლინიკურ მართვაზე ისაუბრა. მხარის რწმუნებულმა სახლის პირობებში და საკარანტინე სივრცეებში მსუბუქი შემთხვევების მართვის გეგმა კიდევ ერთხელ განიხილა. სახელმწიფოს გადაწყვეტილებით COVID-19-ის დადასტურების შემთხვევაში უსიმპტომო პაციენტების მართვა ბინაზე, ექიმების მეთვალყურეობით მოხდება.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა მსუბუქი ფორმით კოვიდ-ინფიცირებულთა მკურნალობის დეტალური გეგმა. საუბარია მკურნალობაზე სახლის პირობებში ან საკარანტინე სივრცეებში. გეგმის თანახმად, მძიმე შემთხვევების მკურნალობა ხდება საავადმყოფოში, შედარებით მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა – ე.წ. „კოვიდ-სასტუმროებში“ და მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა – საცხოვრებელ ადგილას, სადაც საამისოდ სათანადო პირობები არსებობს. იქ, სადაც სათანადო პირობები არ არსებობს, გამოიყენება „კოვიდ-სასტუმროები“.
,,თუ აქამდე კოვიდინფიცირებულების მართვა ხდებოდა სამედიცინო დაწესებულებებში და შემდეგ უკვე მსუბუქი შემთხვევებისას ,,კოვიდ-სასტუმროებში“ დღეს უკვე პაციენტების მართვის, კიდევ ერთი მექანიზმი ამუშავდა რეგიონში. პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი მსუბუქი ფორმით დაუდგინდება მკურნალობის კურს ექიმთან კონსულტაციით სახლში გაივლის. ექიმები უკვე გადამზადებულები არიან კლინიკური ჯგუფის მიერ შემუშავებული პროტოკოლის შესაბამისად დათითოეული მათგანი საჭიროებისამებრ, აქტიურად უნდა ჩაერთოს პროცესში. იცით, რომ პროტოკოლის მიხედვით, თუ პირველადი კლინიკური შეფასების შედეგად გამოვლინდება დაავადების მსუბუქი ფორმა დაექიმი დარწმუნდება, რომ პაციენტის მოვლა უზრუნველყოფილი იქნება იზოლირებულ გარემოში, ოჯახის წევრების/ახლობლების მიერ ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სათანადო ზომების დაცვით, ამ დროს მკურნალობა გაგრძელდება ბინაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში პაციენტისგადაყვანა უნდა მოხდეს შესაბამის საკარანტინე სივრცეში“ (სასტუმრო) – ზვიად შალამბერიძე.
ამ დროისთვის, იმერეთის კოვიდცენტრებში იმყოფება 301 კოვიდინფიცირებული, ხოლო სასტუმროებში 77. ასევე, დღეიდან ამოქმედდა ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მექანიზმი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები