ავარია გორში – დაშავებულია 1 ადამიანი

გორში, ფარნავაზის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები