ავტოსაგზაო შემთხვევა გორის გზაზე – დაშავებულია ორი ადამიანი

გორის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ერთმანეთს “სუბარუსა” და “ოპელის” მარკის ავტომანქანა შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 1 ქალი და 1 მამაკაცი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “გორმედში” გადაიყვანა.
როგორც “რეგიონულ კვირას” კლინიკაში განუცხადეს, პაციენტებს ამ დროისთვის, გამოკვლევები უტარდებათ. მამაკაცის მდგომარეობა შედარებით მძიმედ ფასდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები