რაჭა რთველისთვის ემზადება
რაჭა, საქართველოს ეს ულამაზესი კუთხე, რომელიც განსაკუთრებული ყურძნის ჯიშებითაა ცნობილი, რთველის მოლოდინშია.
„რეგიონული კვირა“ 2020 წელში რაჭაში რთველთან დაკავშირებული მზადებითა და მოლოდინებით დაინტერესდა, როგორც სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, ჯიშების -მუჯურეთულისა და ალექსანდროულის ვენახები სრულ მწიფობაში მალე შევა.
“ყურძნის სავარაუდო მოსავლიანობას 1850 ტონამდე ვვარაუდობთ,მოსავლის მიღება როგორც ადგილობრივი, ასევე შემოსული კომპანიების მხრიდან ამ ეტაპისთვის, უცნობია, რადგან ღვინის ეროვნულ სააგენტოში მათი დარეგისტრირება მას შემდეგ მოხდება, რაც ყურძნის მწიფობა შესაბამის კონდიციაში შევა და შესაბამის შაქრიანობას დააგროვებს.რაც შეეხება შესასყიდ ფასებს- ფასის დადგენა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაყრდნობით, ასევე კომპანიებსა და ჩამბარებლებს შორის ურთიერთშეთანხმებით განისაზღვრება“,- გვითხრეს სამხარეო ადმინისტრაციაში.