ირაკლი ქადაგიშვილი: მოსახლეობა ხედავს იმ სიკეთეს, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს

კახეთის რეგიონს ,,ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში, კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა შეემატება – ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვიზიტის დროს განაცხადა.
მმართველი გუნდის თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად, ირაკლი ქადაგიშვილი ლაგოდეხის და ამ მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების: ჭიათურის, თამარიანის, ჰერეთისკარის მოსახლეობას შეხვდა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიში მცხოვრები მოსახლეობის თქმით, მისასალმებელია, როცა მმართველი ხელისუფლების წარმომადგენელი ადგილზე ისმენს პრობლემური საკითხების შესახებ ინფორმაციას და მათი გადაჭრის გზებზე ადგილობრივებთან ერთად საუბრობს.
,,მოსახლეობა ხედავს იმ სიკეთეს, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს. ამავდროულად, ჩვენ ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს და დიალოგში მიმდინარეობს ჩვენი შეხვედრები.
ჩვენ ჰერეთისკარში თანამედროვე, ახალ სკოლას ვუშენებთ ბავშვებს და ზოგადად, კახეთში ბევრი ახალი სკოლა და ბაღი შენდება.
რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურად სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას და ყველა იმ საკითხს ეტაპობრივად გადავწყვეტავთ, რა საკითხიც ზოგადად, სოფლის წინაშე დგას”,-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები