აშშ-ს საელჩომ ყაზბეგის სამედიცინო ცენტრს საჩუქრად ექოსკოპიის აპარატი გადასცა

აშშ-ს საელჩოს თავდაცვითი ურთიერთობის ოფისის დაფინანსებითა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, დაბა სტეფანწმინდის სამედიცინო ცენტრს საჩუქრად პორტატული სისტემის ექოსკოპიის აპარატი გადაეცა , რომლის ღირებულებაც 15 000 აშშ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ,,რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სამედიცინო ცენტრს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი, მოადგილე თამაზ ალიბეგაშვილთან, აშშ-ს საელჩოს თავდაცვითი ურთიერთობის ოფისის ხელმძღვანელებთან, მაიორ დენიელ სეკულასთან, მაიორ კვინტინ დოლისთან და პროექტის-მენეჯერ თამარ რურუასთან ერთად ეწვია.
ამერიკის საელჩოს უხლოეს პერიოდში დაგეგმილი აქვს მცხეთა-მთიანეთში, მათ შორის ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირებისათვის გადაადგილების სხვადასხვა საშუალების გადაცემა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები