გორის ჰოსპიტალში კოვიდინფიცირებული პაციენტის გაქცევის ფაქტს არ ადასტურებენ
გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის კლინიკიდან გაქცევის ფაქტს უარყოფენ. როგორც “რეგიონულ კვირას” ჰოსპიტალის პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავსი ფაქტი მათ კლინიკაში არ დაფისქირებულა.
შეგახსენებთ, მედიაში გავცრელდა ინფორმაცია, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან კოვიდინფიცირებული პაციენტი გაიქცა, რომელიც იპოვეს და უკან დააბრუნეს.