სოფელ მოედანში ვიზიტორებისთვის საპიკნიკე ადგილები მოეწყო
“რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში სოფელ მოედანში (ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეული) ორკარის კანიონის შესასვლელში ფანჩატურები, საპიკნიკე ადგილები და სავაჭრო დახლი მოეწყო. გარდა ამისა, ვიზიტორებს საშუალება მიეცემა გასაბერი ნავებით (ჯომარდობა – რაფტინგი) დაეშვან მდინარე სუფსაზე და დატკბნენ მდინარის ხეობის ულამაზესი სანახებით.
პროექტის მიზანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ცნობადობის ამაღლება და ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდა.
სოფელ მოედანში დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და მერიის ეკონომიკისა და ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი, მაია აფხაზავა სპეციალისტებთან ერთად იმყოფებოდნენ. მათ ადგილზე დაათვალიერეს ჩატარებული სამუშაოები.