ლაგოდეხში, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანა-კულტივაციის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. დაკავებამდე სამართალდამცველებმა 3 სახლი გაჩხრიკეს.
როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 265-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებას გულისხმობს.