“რაც “ნაციონალებთან” გადავიდა მას შემდეგ აღარ ვუჭერთ მხარს” – კახა ოქრიაშვილს მხარდამჭერები ყოველდღიურად ტოვებენ

ოპოზიციაში გადასული კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგებს დღეს წალკაში კიდევ 20-მდე ადგილობრივი გამოაკლდა. როგორც ისინი ამბობენ, ოქრიაშვილის “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირება მათთვის კატეგორიულად მიუღებელია და მან ამ ნაბიჯით არჩევნებში გამარჯვების შანსი დაკარგა.
ერთ-ერთი ადგილობრივის ბადრი ხოზრევანიძის თქმით, ისინი ემიჯნებიან ოქრიაშვილს რადგან მათთვის “ნაცმოძრაობის” მმართველობაში დაბრუნება რეჟიმის დაბრუნებას ნიშნავს და მათ არ სურთ “სისხლიანი რეჟიმი”
“კახაბერ ოქრიაშვილთაბ პიროვნული არაფერი არ გვაქვს ჩვენ რაც პარტია შეიცვალა და “ნაციონალებთან” გადავიდა მას შემდეგ აღარ ვუჭერთ მხარს. მათი სისასტიკე ყველას ახსოვს და ყველას გათავისებული აქვს და არავის აღარ გვინდა მათი დაბრუნება. დამოუკიდებელი კანდიდატი, რომ ყოფილიყო მივცემდით ხმას და გამარჯვების პერსპექტივაც ჰქონდა”, – გვითხრა ბადრი ხოზრევანიძემ.

ცნობისთვის, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რაც კახა ოქრიაშვილი ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყაროსა და წალკაში ყოფილი სამთავრობო გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა და გაირკვა, რომ ის იქნება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, მისი მხარდამჭერთა რიგები პროტესტის ნიშნად, 650-მდე ადამიანმა დატოვა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები