“ფონდმა “ქართუმ“ ზუგდიდს ახალი სისხლი და ახალი შესაძლებლობა აჩუქა” – ზუგდიდის თეატრის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი ახალ სახლს ელოდება, 2021 წელს ქალაქ ზუგდიდს ევროპული სტანდარტის შესაბამისი ახალი თეატრი ექნება. სამშენებლო სამუშაოები პანდემიის მიუხედავად, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ამ ეტაპზე, მშენებლობის კონსტუქციული ნაწილი უკვე დასრულებულია, ამჟამად, გარე მოპირკეთებითი სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმღვანელი ლაშა შეროზია „რეგიონულ კვირას“ უყვება, თავდაპირველად, პროექტი შენობის რეკონსტრუქციას თვალისწინებდა, თუმცა ძველი შენობის დანგრევის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, ფუნდამენტი მყარი არ აღმოჩნდა, რის შემდეგაც შენობა ხელახლა დაპროექტდა.
„თეატრის ახალი შენობა ორ დარბაზს გააერთიანებს, დიდი დარბაზი 400-მდე მაყურებელზე იქნება გათვლილი, მცირე კი 150-ზე. ასევე იქნება მუზეუმი და სასტუმრო, გასტროლებზე ჩამოსული სტუმრებისთვის. თეატრი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთის, ჯამში შენობა ყველა იმ სტანდარტს პასუხსობს, რასაც ევროპული სტანდარტი ჰქვია. ხელოვანისთის გარემო, სადაც მუშაობს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯამში ის პროდუქტი დადოს, რაშის უდიდესი შრომა იდება. ფონდმა “ქართუმ“ ქალაქ ზუგდიდს ახალი სისხლი და ახალი შესაძლებლობა აჩუქა, მსგავსი ტიპის თეატრი საქართველოში სულ ორია, და ეს არამარტო კულტურული ცხოვრებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ რეგიონის და ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა ლაშა შეროზიამ.
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ავარიულ მდგომარეობაში იყო და დასი წარმოდგენებს წლების განმავლობაში ვერ მართავდა. ამჟამად დასი, ალტერნატიულ შენობაში განაგრძობს მოღვაწეობას, სადაც არაერთი პიესის პრემიერა გაიმართა.
ლაშა შეროზია დასს წელიწადია რაც ხელმძღვანელობს, როგორ იგი ამბობს, ახალ შენობას თეატრალური დასი ახალი პიესებით შეხვდება, რომელზეც სრული შემადგენლობით, წელიწადზე მეტია მუშაობენ.
თეატრის სამშენებლო სამუშაოებს ასოციაცია „ატუ“ აწარმოებს. ადგილზე ჯამში 40-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული. მშენებლობას ფონდი „ქართუ“ აფინანსებს, რისთვისაც ჯამში 12 მილიონი ლარია გამოყოფილი.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები