ხულოს მუნიციპალიტეტში, მერიის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
როგორც მერიის განცხადებაში წერია, ინფიცირებულებს შეხება არ ქონიათ სხვა თანამშრომლებთან.
„აღნიშნული თანამშრომლები ბოლო პერიოდის განმავლობაში გადასული იყვნენ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე და მათ შემხებლობა არ ჰქონიათ სხვა თანამშრომლებთან. ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულებთან კონტაქტი, გადავიდა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდა ტესტირება”, – აღნიშნულია ხულოს მერიის ფეისბუქგვერდზე.