ადიგენში კოვიდინფექციის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეჭლაში კორონავირუსი კიდევ ოთხ პიროვნებას აღმოაჩნდა.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში აცხადებენ, რომ ახალი შემთხვევები მას შემდეგ გამოვლინდა, რაც ადიგენის რამდენიმე სოფელში მასობრივი ტესტირება ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ჭეჭლაში კორონავირუსი პირველად 19 სექტემბერს, ორ ადგილობრივს დაუდგინდა. მათ ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვთ.
ადიგენში კორონავირუსით, სულ 8 ადამიანია დაინფიცირებული. 7 მათგანი ჭეჭლაში, ერთი კი სოფელ უდეში.