ოკუპანტებმა ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს

ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი, 86-დღიანი პატიმრობის შემდეგ, ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს. ამ დროისათვის, მღებრიშვილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ხვიჩა მღებრიშვილი ოჯახში 8 დღიანი კარანტინის ამოწურვის შემდეგ დაბრუნდება.
ხვიჩა მღებრიშვილი სოფელ მეჯვრისხევიდან 3 ივლისს გაიტაცეს. 19 ივლისს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, 21 აგვისტოს კი მღებრიშვილს უკანონო პატიმრობა სამი თვით გაუგრძელდა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები