ხობში სკოლამდელი აღზრდის სექტორის წარმომადგენლებისთვის კორონავირუსის პრევენციის შესახებ ტრენინგი გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სექტორის წარმომადგენლებისთვის კორონავირუსის პრევენციის შესახებ ტრენინგი გაიმართა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ცნობით, ტრენინგის მონაწილეებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ, ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID -19) დაკავშირებით, დადგენილი სავალდებულო რეგულაციების შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებებზე დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ჯუმბერ ტურავამ და ა(ა)იპ ,,ხობის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ დირექტორმა ეკა ხასიამ.
“ტრენინგის მიზანია საბავშვო ბაღებში სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების წარმომადგენლებმა შეძლონ უსაფრთო მუშაობის პროცედურებისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ რეკომენდაციების დაცვა.
სადეზინფექციო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის ბაღებში სასწავლო პროცესის დაწყებამდე ჩატარდება.
ხობის მუნიციპალიტეტის 25-ივე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესის დაწყება პირველ ოქტომბერს იგეგმება.
ახალ სასწავლო წელს ძველი ხიბულაში აღსაზრდელები ახალი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღში შეხვდებიან, რომელიც ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით აშენდა.
ამ ეტაპზე ხობის მუნიციპალიტეტში 13 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები. იგეგმება პირველი ხორგის საბავშვო ბაღის მშენებლობა”,- ნათქვამია ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები