ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი სოლომონ ფუტკარაძე კორონავირუსით დაინფიცირდა. ამ დროისთვის, იგი მკურნალობას სახლში გადის. როგორც ,,რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას ამბობს, მას ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება. მისივე თქმით, ვირუსით ახლობლისგან დაინფიცირდა.
„მერვე დღეა ბინაზე განვაგრძობ მკურნალობს. პირველადი ჯანდაცვის რგოლის დახმარება არ დამჭირვებია. სიმპტომები არ მქონდა, მხოლოდ სისუსტეს ვგრძნობდი. ახლა კარგად ვარ, გამოჯანმრთელებულად ვითვლები და ტესტის პასუხს ველოდები“, – ამბობს სოლომონ ფუტკარაძემ.