კურორტი „ლაშიჭალის“ საავტომობილო გზის ნაწილზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
რამდენიმე დღის წინ ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა ლეჩხუმის ბალნეოლოგიური კურორტ „ლაშიჭალის“ საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთი მნიშვნელოვნად დააზიანა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა მმართველი პარტიიდან გოჩა ენუქიძემ კურორტზე დამსვენებლებს და ამავე სოფლის მაცხოვრებლებს მყისიერი დახმარების პირობა მისცეს.
„რეგიონული კვირისთვის” ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული გზის მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში გვითხრეს, რამდენიმე დღეა სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილზე ყველა საჭირო სახის ტექნიკაა მობილიზებული.
კურორტი „ლაშიჭალის“ საავტომობილო გზა უახლოეს 2 დღეში სრულიად აღდგება.