აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრის წარმომადგენლები ცაგერის მერს შეხვდნენ

აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრის წარმომადგენლები ანდრო კივიბეკუ და ტინა ილსენი, ცაგერის მუნიციპალიტეტს სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ. ცენტრის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის მერს ავთანდილ უგრეხელიძეს და სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელებს მერიის საკონფერენციო დარბაზში შეხვდნენ. შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრი ცაგერის მუნიციპალიტეტს არაერთი პროგრამის განხორციელებაში სრულ მხარდაჭერას უცხადებს.  “ორგანიზაცია ცაგერის მუნიციპალიტეტში სამწლიანი პროგრამით შემოდის და მათი სტუმრობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”,- განაცხადა “რეგიონულ კვირასთან ” ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ.
დაგეგმილი პროექტებიდან პირველი ეტაპი სტაჟიორთა გადამზადება იქნება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები