24 საათის განმავლობაში აჭრაში კორონავირუსის 168 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. პაციენტები გადაყვანილია ბათუმის კოვიდ კლინიკებში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა.
დღეის მონაცემებით, აჭარაში 3 500- მდე PCR ტესტი ჩატარდა. მეთვალყურეობის ქვეშაა 812 საეჭვო პაციენტი, ბინაზე 300 კოვიდ დადებითი პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა 39-მა პირმა.
სტაციონარში მკურნალობის კურსს 486 პაციენტი გადის, მათ შორისაა 16 ორსული და 48 არასრულწლოვანი.
ცნობისთვის, დღეს აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. იგი 54 წლის მამაკაცი იყო და სამედიცინო დაწესებულებაში 20 სექტემბერს შეიყვანეს.