აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. გარდაცვლილი 54 წლის მამაკაცია. იგი ბათუმის ,რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფოში სამედიცინო დახმარების ჯგუფმა 20 სექტემბერს შეიყვანეს. მედიკოსების თქმით, მამაკაცს სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება და ფილტის 80%-იანი დაზიანება აღენიშნებოდა.
,,გარდაიცვალა პაციენტი 54 წლის მამაკაცი, რომელსაც თანმხლები მწვავე დაავადებები აღენიშნებოდა. პოსტრეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: მკერდ უკანა ჯირკვლის კიბო, სუნთქვის უკმარისობა, გულის უკმარისობა. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა”,-განაცხადა ,,რესპუბლიკური საავადმყოფოს“ კლინიკურმა მენეჯერმა გია კიკაბიძემ