რუსთავში კორონავირუსი 49 წლის მამაკაცს დაუდასტურდა
რუსთავში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რუსთავის “ცხელების ცენტრის” ხელმძღვანელმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური კვლება უკვე დაწყებულია.
“დღეს დილით რუსთაველ 49 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფიცირებული პირი რუსთაველია და თბილისში მუშაობს უკვე დაწყებულია კონტაქტების მოკვლევა”, – გვითხრა პაპუნა ბახტაძემ.
ცნობისთავის, ჯამში, რუსთავში, 29 აგვისტოდან დღემდე კორონავირუსის 43 შემთხვევა გამოვლინდა.