ქუთაისში კოვიდინფექციის 27 ახალი ფაქტი გამოვლინდა

ქუთაისში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,მათგან ნაწილის კლასტერი ცნობილია,ნაწილზე ეპოდემიოლოგები მუშაობენ. როგორც იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, კონტაქტების ძებნა აქტიურად მიმდინარეობს.
“1768 ანალიზი გაკეთდა ქუთაისის ლაბორატორიაში,აქედან 27 კოვიდდადებითია, ნაწილიმათგანი იყო თვითიზოლციაში,ნაწილის კლასტერი უცნობია, თუმცა ეპიდემიოლოგები აქტიურად მუშაობენ კონტაქტების დასადგენად”,-განაცხადა შალამბერიძემ.
ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები ქუთაისის ერთ-ერთ საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს, ნაწილი თვითიზოლაციაშია.
ქუთაისში ამ დროისთვის, 100-ზე კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობას. მათგან ნაწილი ინფექციურ კლინიკაშია მოთავსებული,ნაწილი კი “ბომონდის” კლინიკაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები