სამეგრელოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გუშინ აღებული იქნა 950 ბიოლოგიური ნიმუში, საიდანაც კოვიდინფიცირების 19 ფაქტი გამოვლინდა, სამი ახალი შემთხვევა მერიის თანამშრომელს დაუდგინდა, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა.

თორიას ინფორმაციით, უმეტესობა მათგანი ე.წ. ოქროს ბირჟაზე გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტები არიან.

“დადასტურებული ფაქტებიდან 3 არის უცხოეთიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე, ხოლო დანარჩენი 16 არის ზუგდიდის მაცხოვრებელი. მათგან სამი მერიის თნამშრომელია. დგინდება აღნიშული პირების კონტაქტები და მიმდინარეობს შესაბამისი კვლევები. ინფიცირებულთა უმრავლესობა ე. წ. “ოქროს ბირჟის” კონტაქტებია”, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი მოქალაქეებს ჯანდაცვის სამინისტროს რწკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

“მოვუწოდებ ჩვენს რეგიონში მცხოვრებ თნამოქალაქეებს, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, დაიცვან დისტანცია, ატარონ პირბადე და გაუფრთხილდნენ თნამოქალაქეების ჯანმრთელობას. ასევე მოგახსენებთ, რომ ჭუბერში გამოვლენილ ინფიცირების ფაქტს, სადაც სკოლის ორ მოსწავლეს გამოუვლინდა კორონავირუსი, მისი შემდეგი განვრცობა არ გამოვლენილა და პასუხები არის უარყოფითი”,- განაცხადა თორიამ.

რაც შეეხება ზუგდიდის საკათედრო ტაძრის მრევლს და სასულიერო პირებს, ვისაც შემხებლობა ჰქონდა 70 წლის კოვიდინფიცირებულ მესანთლესთან, ყველა მათგანს ჩაუტარდა შესაბამისი ტესტირება, მალხაზ თორიას ინფორმაციით ვირუსის დადებითი შემთხვევა არ გამოვლენილა.

რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეს, ბოლო მონაცემებით იქ 116 მოქალაქეა მოთავსებული.

ცნობისთვის, საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკაში კი 59 კოვიდინფიცირებული პაციენტი განაგრძობს მკურნალობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები