“არემჯის“ მხარდაჭერით ყოველწლიური გეოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
„არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების მიერ ორგანიზებულ მე-6 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა” ონლაინ რეჟიმში მიიღო მონაწილეობა.
კორონა ვირუსის პანდემიის გამო, წელს საერთაშორისო კონფერენცია ერთ დღიანი იყო და ისდისტანციურად გაიმართა. 5 პლენარულ სხდომაზე გადანაწილებულმა 20-მა მომხსენებელმა, სამთო და გეოლოგიის დარგში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
კონფერენციაზე განსახილველ თემებს შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო: სამთო საქმისა და გეოლოგიის აქტუალურ პრობლემებს, მინერალური რესურსების როლს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში, გარემოს დაცვას, სამთო ტექნოლოგიებს, გეოლოგიას, გეოფიზიკას და სხვა.
კონფერენციის მონაწილეებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, ასევე საშუალება ექნებათ გაეცნონ 16 სასტენდო მოხსენებას, რომელიც საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების ვებ-გვერდზე http://www.msgeorgia2012.com/ პრეზენტაციისსახით განთავსდება.
„მოხარული ვარ, რომ პანდემიის მიუხედავად საქართველოს მინერალოგიურმასაზოგადოებამ მაინც მოახერხა კონფერენციის დისტანციურ რეჟიმში გამართვა. ეს კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც ყოველწლიურად საუკეთესო სპეციალისტები იკრიბებიან და ერთმანეთს დარგში არსებულ სიახლეებს უზიარებენ. ვფიქრობ, რომ სამთო საქმისა და გეოლოგიის სწორი განვითარება ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. სწორედამიტომ, მაქსიმალურად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ტექნიკურ უნივერსიტეტთან, უკვე მე-3 წელია ვართ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების გენერალური სპონსორი. ჩვენს კომპანიებში გვაქვს ყველა პირობა იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს,საუკეთესო სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში და შემდგომში ვიზრუნოთ მათ დასაქმებაზე”, –აღნიშნა „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ.