ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო გადაადგილება შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“კორონავისუსით დაინფიცირების შემთხვევების მატების გამო, დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა.
სპეციალურად დაბა ლაითურის მოსახლეობისთვის გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ამოქმედდა ცხელი ხაზის ნომერი – 595 36 64 76”, – ნათქვამია მერიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, დღის განმავლობაში დაბა ლაითურში 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ოზურგეთში ინფიცირებულოთა რაოდენობამ 61 შეადგინა. რაც შეეხება რეგიონს, გურიაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 84-ია.