ხობში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა
ქალაქ ხობში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, საკონსულტაციო ცენტრი იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ გახსნეს.
ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ეძლევა უფასოდ მიიღოს კვალიფიციური იურისტის კონსულტაცია სამართლებრივ საკითხებზე.
ხობის კულტურის სახლში რაჟდენ კუპრაშვილმა მერის წარმომადგენლებს და საკრებულოს წევრებს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები გააცნო.
იურიდიულიდახმარების სამსახური უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი სახელმწიფოორგანიზაციაა. იურიდიული კონსულტაცია ხელმისაწვდომია ყველა პირისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო გადახდისუუნარო პირებისათვის ხორციელდება სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა და საადვოკატო მომსახურების გაწევა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში.