რუსთავში მშენებლობაზე 21 წლის მამაკაცი დაშავდა

რუსთავში, მშენებლობის დროს 21 წლის მუშა დაშავდა. „რეგიონული კვირის“ ინფორმაციით შემთხვევა სუპერმარკეტ „ კარფურის“ მშენებლობის დროს მოხდა. ახალგაზრდა ბიჭი ამწეში იმყოფებოდა, რა დროსაც მძიმე ტექნიკა ამოტრიალდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა.
კლინიკა “რუსთავის” გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის, ხათუნა რევაზიშვილის ინფორმაციით, პაციენტი საშუალი სიმძიმისაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“იყო, დაახლოებით, 2-3 მეტრის სიმაღლიდან ვარდნა. პაციენტი შეფასდა, როგორც საშუალო სიმძიმის. აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი ზედაპირული ტრავმები და ჭრილობა. ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები, ამჟამად რჩება კლინიკაში, მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადა ხათუნა რევაზიშვილმა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები