მეუფე გერასიმე კორცხელის რეზიდენციაში თვითიზოლაციაში იმყოფება

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე თვითოზოლაციაშია,- ამის შესახებ ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” ერთ-ერთმა სტიქაროსანმა დაუდასტურა.

სტიქაროსნის ინფორმაციით, რომლის ვინაობას მისივე თხოვნით არ ვასაჯაროებთ, მეუფე ეპარქიის კორცხელის რეზიდენციაში იმყოფება.

“მეუფე თვითიზოლაციაშია, რადგან ორი ინფიცირებული ჩვენი ტაძრიდანაა. ერთი მგალობელია მეორე კი მესანთლე.მესანთლე 13 რიცხვის შემდეგ ტაძარში არ ყოფილა, ხოლო მგალობელი 21 რიცხვის ღამისთევას ესწრებოდა, სწორედ აქიდან განომდინარე მეუფე გადავიდა თვითიზოლაციაში. მესანთლის კონტაქტია მგალობელი”,- უთხრა “რეგიონულ კვირას” სტიქაროსანმა.

23 სექტემბერს, სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები