“ნაცმოძრაობაში რაც გადავიდა, ჩვენ მისი იმედი აღარ გვაქვს” – კახა ოქრიაშვილი კიდევ 70-მდე მხარდამჭერმა დატოვა

სოფელ ქვემო ბოლნისში მცხოვრები 70 ადამიანი მმართველი პარტიიდან ოპოზიციაში გადასული კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგებს გამოაკლდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, კახაბერ ოქრიაშვილი მერყევი პიროვნებაა და მის მიმართ ნდობა აღარ აქვთ. ასევე, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია ოქრიაშვილის „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადასვლა. ადგილობრივების თქმით, „ ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა“ არის დამნაშავე რეჟიმი და არავის სურს წარსულში დაბრუნება.
„ ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ “ქართულ ოცნებას”. დღეს სახელმწიფოში გიორგი გახარიას მეთაურობით, აშკარად იგრძნობა სიტყვის თავისუფლება და განვითარება. ჩვენ აქამდე ვიცნობდით კახა ოქრიაშვილს, როგორც ერთ-ერთ დეპუტატს, მაგრამ რადგან ის გადავიდა “ნაციონალურ მოძრაობაში”, ჩვენ მისი იმედი აღარ გვაქვს. ვფიქრობთ, რომ დავკარგავთ სიტყვის თავისუფლებას, დავკრგავთ ამ განვითარებასა და წინსვლას. ჩვენ არ გვინდა იმ 9 წლიანი რეჟიმის გამეორება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ მხარდაჭერას “ქართული ოცნების” და გოგი მიშველიანის მიმართ და იმედი გვაქვს, რომ კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ“,- განაცხადა კახა ოქრიაშვილის ყოფილმა მხარდამჭერმა იდრის მეხტიერმა.
ცნობისთვის, ბოლო ორი კვირის განმავლობაში რაც კახა ოქრიაშვილი ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყაროსა და წალკაში ყოფილი სამთავრობო გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა და გაირკვა, რომ ის იქნება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, მისი მხარდამჭერთა რიგები პროტესტის ნიშნად, 600-მდე ადამიანმა დატოვა..

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები