“მოსახლეობა ხედავს, რაც გაკეთდა “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში კახეთში” – ირაკლი ქადაგიშვილი
,,მოსახლეობა ხედავს, რაც კახეთის მასშტაბით გაკეთდა ,,ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში და ერთად ვგეგმავთ ყველა საკითხის და პრობლემის გადაწყვეტას, რომელიც მოსაგვარებელია- ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვიზიტის დროს განაცხადა.
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის სახელისუფლებო კანდიდატმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლე შახვრტილას და სათიანოს დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობისგან პრიორიტეტული საკითხები და გამოწვევები მოისმინა.
ირაკლი ქადაგიშვილის მხარდასაჭერად ადგილობრივები მზაობას გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი მათ პრობლემებს ურეაგიროდ არასდროს ტოვებს.
,,დღეს ვიყავით სოფლებში, რომლებიც მოწყვეტილია ადმინისტრაციული ცენტრიდან.
მცირე სოფლებია, მაგრამ სასიამოვნოა, რომ მიყვანილია უკვე ძალიან კარგი გზა.
შახვეტილაში გაიხსნა ახალი ამბულატორია და ფუნქციონირებს.
მომავალი წლისთვის ვგეგმავთ, რომ გაზმომარაგების საკითხიც გადავწყვიტოთ.
ქალაქ ახმეტაშიც ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომლებიც დღეს მათ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ.
ახმეტაში მაღალსართულიან სახლებში ჭერებს ჭირდება გადახურვის რემონტი და ჩვენ ამ პრობლემის გადაწყვეტას, რა თქმა უნდა, არჩევნების დასრულებისთანავე აქტიურად შევუდგებით”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.