ნათია მეზვრიშვილი: პირველი ოქტომბრიდან საქართველოს რამდენიმე ქალაქის I-VI კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან

“პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში I-VI კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, მეზვრიშვილის თქმით, ამ ეტაპზე იქ სწავლა დისტანციურად გაგრძელდება.

„ყველგან, სადაც დღეს სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, გარდა აჭარის რეგიონისა, პირველი ოქტომბრიდან I-VI კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან. ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავსა და ზუგდიდს. რაც შეეხება ფოთსა და გორს, პირველი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში აბსოლუტურად ყველა მოსწავლე დაბრუნდება. გარდა ამისა, მშობლებს ექნებათ დისტანციური სწავლების მეთოდის არჩევის შესაძლებლობა. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, ამ ეტაპზე, იქ სწავლა დისტანციურად გაგრძელდება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები