ნათია მეზვრიშვილი: უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ამ ეტაპზე კვლავ დისტანციურად გაგრძელდება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ამ ეტაპზე კვლავ დისტანციურად გაგრძელდება.
რაც შეეხება სკოლებს, მეზვრიშვილის თქმით, პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში 1-6 კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან.
„ყველგან, სადაც დღეს სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, გარდა აჭარის რეგიონისა, 1-ელი ოქტომბრიდან 1-6 კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან. ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავსა და ზუგდიდს. რაც შეეხება ფოთსა და გორს, 1-ელი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში აბსოლუტურად ყველა მოსწავლე დაბრუნდება. გარდა ამისა, მშობლებს ექნებათ დისტანციური სწავლების მეთოდის არჩევის შესაძლებლობა. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, ამ ეტაპზე, იქ სწავლა დისტანციურად გაგრძელდება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.