სამტრედიის სოფელ ნიგორზღვაში ბეტონის გზა იგება
სამტრედიის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ პროცესშია.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციას, ბეტონის საფარით ეწყობა შიდა სასოფლო გზები, რათა ადგილობრივებმა უფრო მოკლე დროში, უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლონ გადაადგილება.
ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ნიგორზღვაში სადაც ბეტონის გზა იგება.
აღნიშნული სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრაივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,საგზაო” ასრულებს.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე აკვირდება მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზურა გოგია.