თელავის #2 საჯარო სკოლაში სველი წერტილების რეაბილიტაცია დასრულდა

თელავის N2 საჯარო სკოლაში სველი წერტილების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” თელავის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო შშმ პირებისთვის ადაპტირებული სველი წერტილიც. “სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ი/მ ზაქარია ომარაშვილი ასრულებდა, ცენტრალური ბიუჯეტიდან 62 540 ლარით დაფინანსდა.
სველი წერტილები მოეწყო თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლის სანიორის კორპუსშიც. პროექტის ფარგლებში, სველი წერტილები, მათ შორის შშმ პირთათვის ადაპტირებული სველი წერტილი შენობის შიგნით განთავსდა”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ი/მ აკაკი ხუტიძემ შეასრულა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 36 082 ლარით დაფნანსდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები