ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 97-ე შეხვედრა მიმდინარეობს
ერგნეთში დღეს ინცინდენტების პრევენვიისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 97-ე შეხვედრა მიმდინარეობს.
ქართული მხარე დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მოითხოვს, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ზაზა გახელაძის, ხვიჩა მღებრიშვილისა და გენადი ბესტაევის გათავისუფლებას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, ერგნეთში დღვანდელ შეხვედრაზე პირველად მოისმენენ უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას.
„განსახილველ საკითხთა შორის პრიორიტეტულია უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლება. ვისაუბრებთ უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებზე და ყველა თანმდევ პროცესზე, რაც პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების კუთხით. რაც შეეხება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობას, დღეს გვექნება შესაძლებლობა, მოვისმინოთ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა”, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
შეხვედრაზე ქართული დელეგაცია ასევე ისაუბრებს, ბოლო პერიოდში გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში დაფიქსირებულ უკანონო ბორდერიზაციის ფაქტების შესახებ.