ლაგოდეხში ინფიცირებული 3 თვის ჩვილის ოჯახის 4 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი სამი თვის ჩვილის ოჯახის 4 წევრს დაუდასტურდა.
კიდევ ერთი – მეხუთე შემთხვევა, ისევ ლაგოდეხის შემთხვევაა, მაგრამ ამ ეტაპისთვის სხვა დეტალები ცნობილი არ არის.
როგორც “რეგიონულ კვირას” ეპიდემიოლოგმა ნატა ხმალაძემ განუცხადა, სამი თვის ჩვილის ყველა კონტაქტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
,,ლაგოდეხში კორონავირუსი 5 პირს დაუდასტურდა. აქედან 3 თვის ბავშვის კონტაქტებიდნ 4-ს.
რაც შეეხება მეხუთე შემთხვევას, ისიც ლაგოდეხის ერთ-ერთი დაინფიცირებულის კონტაქტია, მაგრამ იმყოფებოდა თუ არა პირი თვითიზოლაციაში ან ქონდა თუ არა ვინმესთან კონტაქტი, ამ ეტაპზე უცნობია”-აღნიშნა მაკა ხმალაძემ.
ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში კორონავირუსის სულ 44 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები