აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათ კლინიკა უკვე დატოვეს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა დღის განმავლობაში ისევ გაიზრდება.  ნონა ეფაძის ინფორმაციით, საკარანტინე სივრცე 38 პირმა უკვე დატოვა.
“საკარანტინე სივრცეებიდან 38 საეჭვო პაციენტი გაეწერა. ყველა უწყება მუშაობს კოორდინირებულად, ახალი გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტების მოძიება ხდება დროულად, საეჭვო პაციენტები კი სპეციალურ სივრცეებში გადაყავთ. პაციენტების მისაღებად კლინიკებში 90 -ზე მეტი ადგილია თავისუფალი. ბინაზე მკურნალობის ქვეშ მყოფი პირები მუდმივ რეჟიმში კონტროლდებიან. დღის განმავლობაში პაციენტების გამოჯანმრთელებას კიდევ ველოდებით“-განაცხადა ნონა ეფაძემ.
აჭარაში კოვიდ პაციენტების მისაღებად 8 კლინიკაა მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები