ირაკლი შიოშვილი: 3 თვის ბავშვის ინფიცირების წყარო ცნობილია და კონტაქტები თვითიზოლაციაში არიან

კოვიდინფიცირებული 3 თვის ბავშვის ინფიცირების წყარო ცნობილია. ყველა კონტაქტი გადაყვანილია თვითიზოლაციაში, – ამის შესახებ კახეთის მხარეში სახლმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შიოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი შიოშვილის თქმით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში საველე სამედიცინო კარავში მოქალაქეების თერმოსკრინინგი და უფასო PCR ტესტირება ახლაც მიმდინარეობს.
მასობრივ თერმოსკრინინგს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეშიც გადიან, როგორც ადგილობრივები, ასევე სტუმრად ჩასული მოქალაქეები.
,,კლასტერი ცნობილია. ყველა კონტაქტი გადაყვანილია თვითიზოლაციაში და მიმდინარეობს დაკვირვება. მოგეხსენებათ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სადაც არის მუშახელის მოდინება რთველთან დაკავშირებით, ჩაიდგა კარავი, სადაც მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, ყოველ დილით”, – განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

ცნობისთვის, რეგიონის მასშტაბით, კოვიდ 19-ით 39 ადამიანია დაინფიცირებული, მათ შორის, ლაგოდეხში -13 ; მატანში – 16; ველისციხეში- 7; სიღნაღში – 2, ხოლო ყვარელში 1 შემთხვევაა გამოვლენილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები