დაბა ლაითურში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა განუცხადა. ზურაბ ნასარაიას თქმით, დღის ბოლომდე 100-მდე “პისიარ” ტესტის პასუხი გახდება ცნობილი.
“წუხელ მოემატა კიდევ ერთი შემთხვევა, ახალი პასუხები ჯერ ცნობილი არ არის, აღებულია ნიმუშები და ველოდებით შედეგებს. დაახლოებით 100 ტესტის პასუხს ველით. გუშინ ჩავატარეთ დაბაში თერმოსკრინინგი და მხოლოდ 5 ადამიანს აღმოაჩნდა სიცხე, მათაც ჩაუტარდათ ტესტირება.
რაც შეეხება, შრომას, ეკალდიდის სკოლის მოსწავლის კონტაქტების ტესტის პასუხები იყო და ყველა მათგანი უარყოფითია”, – განაცხადაზურაბ ნასარაიამ.
გურიაში ამჟამად კორონავირუსის 68 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.