გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის არის, “აჭარა ტექსტილის” 5 თანამშრომელი და უკვე გამოვლენილი შემთხვევებთან კონტაქტში მყოფი პირები. როგორც აჭარის საზოგაფოებრივ ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, “აჭარა ტექსტილში” სადეზინფექციო სამუშაოები გვიან ღამით უკვე ჩატარდა. ინფიცირებულების კონტაქტში მყოფი პირები კი თვითიზოლაციასა და საკარანტინე სივრცეებში არიან გადაყვანილი.
ნონა ეფაძის თქმით, მათ შესაბამისი კვლევა ჩაუტარდებათ.
გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში 4000-მდე “პისიარ” ტესტი აიღეს.
სტაციონარში 497 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 47 არასრულწლოვანი და 14 ორსულია.