15 წლამდელთა იმერეთის ღია ჩემპიონატზე ერთმანეთს “ხვამლი” და “ივერია” დაუპირისპირდნენ
ცაგერში იმერეთის 2020 წლის ღია ჩემპიონატი ფეხბურთში ჩატარდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხასურის სპორტსკოლიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ცაგერის “ხვამლსა” და ხაშურის “ივერიას” შორის გამართლი მატჩი ფრედ დასრულდა.
“2005 წელს დაბადებულ სპორტსმენთა შორის.ერთმანეთს ცაგერის ,,ხვამლი ” და ხაშურის ,,ივერია” შეხვდა. შეხვედრა ფრედ – 1:1 დასრულდა.ხაშურის ,,ივერიის ” გუნდიდან გოლი გუგა მეტივიშვილმა გაიტანა. “ივერიის” მწვრთნელები ლევან ლომიძე და ავთო ლომიძე არიან.
წრმატებებს ვუსურვებთ ხაშურის ,, ივერიას” და მათ მწვრთნელებს შემდეგ ასპარეზობებზე” , – ნათქვამიასპორტსკოლის განცხადებაში.