ადიგენში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში შუახნის ქალი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე–ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში ადასტურებენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ინფიცირებული ქალი ექთანია და იგი სასწრაფოში მუშაობს.

“ეს ქალი უდეში ცხოვრობს. სასწრაფოს ექთანია და სულ გამოძახებებზე დადის. იმ დღეს ადიგენის იმ სოფელში იყო გამოძახებაზე, სადაც კორონავირუსი სამ ადამიანს დაუფიქსირდა. სავარაუდოდ მაგედან გადაედო”,- აცხადებენ ადგილობრივები.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში ადგილობრივებს ტესტები აუღეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და იმის გარკვევა, თუ საიდან დაინფიცირდა მედიკოსი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები