ზუგდიდის მერიაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა, ხოლო საჯარო მოხელეებს COVID-19-ზე ტესტირება ჩაუტარდათ. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
ზუგდიდში დღეს კორონავირუსის 14 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 3 ინფიცირებული მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელია.
როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ აღნიშნა, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა. ამ დროისთვის, მერიის 200-მდე თანამშრომელია გამოკვლეული. მისი თქმით, პრევენციის მიზნით ყველა საჭირო ღონისძიება გატარდება.
აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მრავალბინიან კორპუსებს, საბავშვო მოედნებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს სისტემატურად უტარდება დეზინფექცია.