ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში, კორონავირუსი მასწავლებელსა და 3 მოსწავლეს დაუდასტურდა, რის გამოც ლაითურის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
როგორც “რეგიონულ კვირას” ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის განუცხადა, ბავშვები მე-3-4 კლასის მოსწავლეები არიან.
“ვირუსი დაუდასტურდა სკოლის მასწავლებელსა და სამ მოსწავლეს, მოსწავლეები მე-3-4 კლასელები არიან. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდომიოლოგებმა შეისწავლეს ყველა კონტაქტი და სინჯები აუღეს მათ, მასწავლებლებს და სკოლის მოსწავლეებს, 2 კვირით გადავედით დისტანციურ სწავლებაზე. სულ 38 მასწავლებელია”, – განაცხადა ლელა იმედაშვილმა.