კახეთში 3 თვის ჩვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

კახეთში კოვიდ 19- ით 3 თვის ჩვილი დაინფიცირდა.
ოჯახის ყველა წევრი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი და მათი ნიმუშები ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. პასუხები სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.

რეგიონის მასშტაბით, კოვიდ 19-ით 39 ადამიანია დაინფიცირებული, მათ შორის, ლაგოდეხში -13 ; მატანში – 16; ველისციხეში- 7; სიღნაღაი – 2, ხოლო ყვარელში 1 შემთხვევა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში საველე სამედიცინო კარავი 14 სექტმებრს მოეწყო, სადაც მოქალაქეების თერმოსკრინინგი და უფასო PCR ტესტირება ახლაც მიმდინარეობს. მასობრივ თერმოსკრინინგს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეშიც გადიან, როგორც ადგილობრივები, ასევე სტუმრად ჩასული მოქალაქეები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები