ყულევის მოსახლეობა მალე განახლებული სპორტული მოედნით ისარგებლებს
ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, პროექტი ადგილობრივმა მოსახლეობამ დასახლების კრებაზე შეარჩია.
სტადიონის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო.
მერიის ინფორმაციით, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 11 591 ლარია.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს ხობის მუნიციპალიტეტში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხეთის სტადიონს, გურიფულში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო შავღელეს, ხამისკურის და ყულევის სპორტული მოედნების რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დასრულდება.