გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში წყლის სისტემა ეწყობა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის ერთ-ერთ უბანში წყლის სისტემის მოწყობის მიზნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო. ინფორმაცია „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ცნობით, უბანში მცხოვრები 120 – მდე ოჯახი სასმელ წყალს დღემდე მეზობელი უბნებიდან ეზიდება.
მიმდინარე სამუშაოები გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა.
ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 4 თვეში უნდა დასრულდეს.
პროექტი ჭაბურღილის, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკის, სანიტარული ზონისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.
როგორც ცნობილია, სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 347 600 ლარი გამოიყო.