სოფლებში მახათაურსა და შალაურში სასმელი წყლის სისტემები ეწყობა

არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების, მახათაურისა და შალაურის, სასმელი წყლით უზრუნველყოფის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ,,რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ეწყობა რეზერვუარი და დაქსელვითი სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები