“კაი ხანია “ბარიგაა” “სირეცი” ჰქონდა და მაგას ყიდდა ” – ახალი დეტალები ფონიჭალაში 11 ნარკორეალიზატორის დაკავებაზე

სამართალდამცველბმა ფონიჭალაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს.  რეზონანსული საქმის დეტალების გასარკვევად “რეგიონული კვირა” ფონიჭალაში მივიდა და ადგილობრივებს ესაუბრა.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, ერთ-ერთი დაკავებული დარსახან ისვაგანი მათი ინფორმაციით, დიდი ხანია ნარკოტიკების რეალიზებითაა დაკავებული. როგორც ირკვევა, ისვაგანი დაკავების დროს ძმის სახლში იმყოფებოდა,  სწორედ იქ მოხდა მისი აყვანა.

„კაიხანია “ბარიგაა” დარსახან ისვაგანი, მე როგორც ვიცი, წლებია “ბარიგაა”. “სირეცი” ჰქონდა და მაგას ყიდდა. მაგასთან მარჯვნივ, რომ ცხოვრობენ ეგენიც კაი დაღუპულები არიან, მაგათი ახალგაზრდა ბიჭი დაჭერილია, 6 წელი მისცეს. 1 გრამი არი რაოდენობა და გრამზე მეტი განსაკუთრებით რაოდენობაა. ამ დარსახანს 5 გრამიანი ქონია რო დაიჭირეს. “ემბავუდი” როა მთელი ოჯახი მანდ მუშაობს. ეს კაცი სახლში არ ყოფილა, ცოლისძმასთან იყო ღამე და იქ აიყვანა სპეცრაზმმა“,- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

„რეგიონული კვირა“ ასევე ერთ-ერთი დაკავებულის ვუსალ მამედოვის პაპასაც ესაუბრა. ვუსალი 11 სექტემბერს დააკავეს.  აგალი მამედოვი ამბობს, რომ მისი შვილიშვილი დამნაშავე არ არის და  ის თავად იყო ნარკოდამოკიდებული.

“რომელი წამლის ამოღებას ედავებიან არ ვიცი “გერაინია” თუ კოკაინი. ოცი წლისაა ბიჭი ფაქტი არა აქვთ და ისე წაიყვანეს. ჩვენი ბავშვი თვითონ ნარკომანია. ერთი მკურნალობა ჩავუტარეთ ქავთარაძის ნარკოლოგიურში და კიდე დაიწყო. დადიოდა ცურტაველის ქუჩაზე და იქ გადაიღეს, მაგრამ არაფერი ფაქტი არ არის და არ ვიცი რაზე დაიჭირეს. ჩვენ გამომძიებელთან არ ვყოფილვართ ადვოკატი დადის“,- განაცხადა აგალი მამედოვმა.

“რეგიონული კვირა” დაკავებულების ადვოკატებსაც დაუკავშირდა. ერთ-ერთი დაკავებულის რამინ ნავაზოვის ადვოკატის იოსებ ნატროშვილის განცხადებით, მისი დაცვისქვეშმყოფი დუმილის უფლებას იყენებს.
“დაკავებულს დუმილის უფლება აქვს გამოყენებული. სასამართლო პროცესი 9 ნოემბერს 11 საათზეა ჩანიშნული”,- ამბობს იოსებ ნატროშვილი.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები