აჭარაში კორონავირუსით დაავადებული პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 76 წლის მამაკაცი კორონავირუსზე ბათუმის კლინიკა “მედ ემერჯენსში” მკურნალობდა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მიერ სამედიცინო დაწესებულებაში 22 სექტემბერს შეიყვანეს.
მედიკოსების თქმით, მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ცხელება აღენიშნებოდა.
,,პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად.
პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია ESU/ESC 3, ექსტრასისტოლური არითმია, გულის უკმარისობა.
კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაცვალებამდე აღებული იქნა ტესტი კორონავირუსზე, პაციენტს დაუდასტურდა კოვიდ19″ – ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის აამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში კორონავირუსით ჯამში, 25 პაციენტი გარდაიცვალა.